უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრაქცია „ხალხის მსახურის“ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტში განხორციელებულ ცვლილებებზე კომენტარი გააკეთა. ზელენსკიმ საგარეო საქმეთა მინისტრ, დმიტრო კულებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „იარაღის მიწოდების ხელშეწყობისთვის საკმარისი ენერგია არ აქვს“. ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ კმაყოფილია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი ვიცე-პრემიერის, ოლგა სტეფანიშინას მუშაობით და ამიტომ მას მეტ შესაძლებლობებს სთავაზობს. შეხვედრაზე განხილულ თემებს შორის იყო ახალი სამინისტროს შექმნა, რომელიც ქვეყნიდან წასული უკრაინელების დაბრუნების საკითხზე იმუშავებს. თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებები წარადგინეს ორმა ვიცე-პრემიერმა და ოთხმა მინისტრმა, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ.