პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, თბილისის მერთან, კახა კალაძესთან ერთად საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა ნაკრების ფეხბურთელებს ერთა ლიგის მატჩების წინ წარმატება უსურვა. „საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს პრემიერ-მინისტრი, მსოფლიო ჩემპიონატის სამზადისზეც ესაუბრა და აღნიშნა, რომ სჯერა, ქვეყანა მათი გამარჯვებით კიდევ არაერთხელ იამაყებს. საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის ორ მატჩს გამართავს – 7 სექტემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩეხეთს უმასპინძლებს, 10 სექტემბერს კი ტირანაში ალბანეთს დაუპირისპირდება.