ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ლევან იოსელიანი და მისი პირველი მოადგილე, თამარ გვარამაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სხვადასხვა ბიუროსა და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელობას შეხვდნენ. ომბუდსმენის ინფორმაციით, შეხვედრებზე სახალხო დამცველმა აშშ-ის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა საქართველოს მოლოდინს, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალწლიანი ურთიერთობის შემდგომი გაგრძელება ხელს შეუწყობს იმ პროგრამების განხორციელებას, რომლებიც საქართველოს დემოკრატიული განვითარების კურსის შენარჩუნების საშუალებას მისცემს. არსებული ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში საუბარი ე.წ. გამჭვირვალობის შესახებ მიღებულ კანონსაც შეეხო.