ტელეკომპანია იმედის ცნობით, წყალტუბოში, სოფელ გეგუთში კარდაკარის დროს ოპოზიციის აქტივისტი, როლანდ ნუცუბიძე „ქართული ოცნების“ წევრებთან მივიდა და მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც, ტელეარხის ცნობით, ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, მმართველი პარტიის წევრი, ერმილე გიგიაძე ნერვიულობის ნიადაგზე შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე დაწყებულია გამოძიება. აღნიშნულ შემთხვევას პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ უკვე გამოეხმაურნენ.