საკრებულოს წევრები „ნაციონალური მოძრაობიდან“, ირაკლი ეძგვერაძე და ირაკლი ნადირაძე შსს-მ ადმინისტრაციული წესით გუშინ საღამოს დააკავა. მანამდე, ირაკლი ეძგვერაძის სახლთან ხმაური იყო. როგორც შსს-ში განაცხადეს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, "კერძოდ საგამოძიებო მოქმედებას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით“, რა დროსაც მათ ირაკლი ეძგვერაძემ ხელი შეუშალა. „ირაკლი ეძგვერაძე დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად. ირაკლი ეძგვერაძის მოსანახულებლად ზაჰესის იზოლატორში მისი ადვოკატი და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები უკვე მივიდნენ.