საქართველოს პარლამენტი ამნისტიის შესახებ კანონპროექტს დღეს კეორე მოსმენით უყრის კენჭს. ინიცირებული პროექტის მიხედვით, ამნისტია დაახლოებით 6000 პატიმარს შეეხება, საიდანაც 1000 მსჯავრდებული ციხეს დაუყოვნებლივ დატოვებს. მმართველი გუნდის შეფასებით, ამნისტიის კანონპროექტი ჰუმანური აქტია, თუმცა ის მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებულ პირებს არ შეეხებათ. ამნისტიის კანონპროექტის ჰუმონურობაში არ არის დარწმუნებული ოპოზოცია. მათი განცხადებით, ქართული ოცნების მიზანი ზონდერების ციხიდან გამოშვება და საარჩევნოდ დამატებითი ხმების მოპოვებაა.