ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ მინისტრმა ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ ყურადღება საარჩევნო გარემოზე და მოსალოდნელ საფრთხეებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება უმკაცრესად დასჯის ყველა იმ პირს, ვისაც ქვეყანაში არეულობის მოწყობა სურს. საკითხთან დაკავშირებით განცხადებები გაკეთდა მმართველი გუნდისა და ოპოზიციის მხრიდან.