რუსლან აბაშიძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს. აღნიშნულის შესახებ რუსლან აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს. მან აღნიშნულ პოსტზე მუშაობის 5 წელი შეაფასა და საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას, ასევე დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს უწყების საქმიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ფაქტს გამოეხმაურა პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე.