დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო, 4 და 5 სექტემბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის რეისებზე მატარებლის ტიპი იცვლება. როგორც „საქართველოს რკინიგზაში“ განმარტავენ, სამგზავრო ვაგონების განსხვავებული ტევადობის გამო, მგზავრებს დამატებით მოემსახურება ორსართულიანი კომფორტული ავტობუსი.
გაუქმებულ რეისებზე ბილეთის თანხა მგზავრებს ეტაპობრივად 30 დღის განმავლობაში 100%-ით აუნაზღაურდებათ. ბათუმი-თბილისის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო მატარებელი სამუშაო პლატფორმას გუშინ შეეჯახა. ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულები „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლები იყვნენ, რომლებიც შემთხვევის დროს ლიანდაგზე სამუშაოებს ახორციელებდნენ.