არასამთავრობო ორგანიზაციებს სპეციალურ რეესტრში დასარეგისტრირებელი ვადა უკვე ამოეწურათ. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის მტკიცებით, რეესტრში ორგანიზაციების საერთო რაოდენობის მხოლოდ 1%-ია დარეგისტრირებული. აღნიშნული კანონი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ხელისუფლების მორიგი კრიტიკის საფუძველი გახდა. ისინი უახლოეს მომავალში დამატებით ქმედით ნაბიჯებს არ გამორიცხავენ.