ბრიფინგი გამართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამაც. აქუბარდია გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ როგორ აძლიერებს რუსეთი პოლიტიკური და ფინანსური ბერკეტების გამოყენებით ზეწოლას აფხაზურ საზოგადოებაზე, რათა დე ფაქტო პარლამენტმა მიიღოს ე.წ. კანონი აპარტჰოტელებზე და უცხოელ ინვესტორებზე. აქუბარდიას თქმით, ოცნების რიტორიკა ტერიტორიულ მთლიანობაზე ყალბია და არსებული პოლიტიკა ოკუპანტ რუსეთს ეხმარება გავლენების გაზრდაში მთელი საქართველოს მასშტაბით და ანექსიური პროცესების გაძლიერებაში საკუთრივ ოკუპირებულ აფხაზეთში.