ჩინეთში, შანდონგის პროვინციაში სკოლის ავტობუსი ხალხის მასაში შევარდა, რის შედეგადაც სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა. დაშავდა კიდევ 12 ადამიანი, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. არსებული ინფორმაციით, ავტობუსი მოსწავლეებსა და მშობლებს დაეჯახა, როდესაც ისინი ქალაქ ტაიანში, სკოლის კართან იდგნენ. ცნობილია, რომ დაღუპულებს შორის 5 მოსწავლეა და 6 მშობელი. მძღოლი დაკავებულია. ამ ეტაპზე უცნობია განზრახ შეეჯახა ის ხალხს თუ უბედური შემთხვევა მოხდა.