უკრაინაში ომი გრძელდება. უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რუსებმა 3 სექტემბრის ღამეს უკრაინას 3 ბალისტიკური რაკეტით და 35 დრონით შეუტიეს. მათივე ცნობით, უკრაინელებმა 27 დრონი ჩამოაგდეს, 6 გაუჩინარდა, 2 კი რუსეთისა და დონეცკის ოლქის მიმართულებით გაფრინდა. უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ რუსებმა თავდასხმა დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიიდან და რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქიდან განახორციელეს. ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ოლქის ხელმძღვანელის ივან ფედოროვის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეზე თავდასხმა განახორციელეს, დაიღუპა ორი ადამიანი, ორი კი დაშავდა. მისივე ინფორმაციით, დაღუპულებს შორის 8 წლის ბავშვია.