საკანონმდებლო ორგანოში მეათე მოწვევის ბოლო საშემოდგომო სესია დღეს განახლდება. პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების შემდეგ დეპუტატები კანონპროექტების მეორე მოსმენით მუხლობრივ განხილვას აპირებენ. განსახილველ საკითხთა შორის არის ამნისტიის შესახებ კანონპროექტი, რომელსაც პოლიტიკურ სპექტრში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. რა განცხადებები კეთდება დეპუტატების მხრიდან და რომელი ოპოზიციური პარტიები აპირებენ კანონპროექტების განხილვებში მონაწილეობის მიღებას.