თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომას პოლიტიკოსებთან ერთად ევროპარლამენტარი ანა ფოტიგაც დაესწრო. მას არც პროცესის დაწყებამდე და არც დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. პროცესს კლინიკა ვივამედიდან დისტანციურად ჩაერთო ყოფილი პრეზდიენტი.