ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის, მაკკეინისა და ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის მასპინძლობით, თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციას სახელწოდებით „გარდამტეხი წელი“ მიმდინარეობს. კონფერენციაში საერთაშორისო პარტნიორები აშშდან და ევროპის ქვეყნებიდან მონაწილეობენ. მთავარი ყურადღება ქვეყანაში არჩევნების მნიშვნელობასა და წინასაარჩევნო გარემოზე გამახვილდა. ყურადღება ასევე დაეთმო რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეებს.