ქართული ოცნების თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მართლმადიდებელ ეკლესიასთან კონსულტაციები წარმატებით დასრულდა და საქართველოს კონსტიტუციაში მართლმადიდებლობის, როგორც ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის მისია მკაფიოდ აისახება. უმრავლესობის წარმომადგენლებმა კონსტიტუციაში შესატან ჩანაწერთან დაკავშირებით დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრეს. საკითხთან დაკავშირებით განცხადებები გაკეთდა ოპოზიციური პარტიების მხრიდან.