კრემლის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ტრაგედიის მთავარი მიზეზი კოლექტიური დასავლეთის მიზანმიმართული ანტირუსული პოლიტიკაა, რომელსაც შეერთებული შტატები ხელმძღვანელობს. მისი მტკიცებით, დასავლეთი უკრაინას საკუთარი გეოპოლიტიკური ამბიციების განხორციელებისთვის იყენებს. პუტინის განმარტებითვე, დასავლეთი უკრაინას რუსეთთან ბრძოლის იარაღად განიხილავს და არსებული ვითარება დასავლეთის დესტრუქციული სტრატეგიის ლოგიკური შედეგია.