რუსულმა ძალებმა კიევს 10-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტით, ათამდე ბალისტიკური რაკეტით და დრონებით შეუტია. კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი პოპკოს თქმით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა დედაქალაქის საჰაერო სივრცეში ათზე მეტი ფრთოსანი რაკეტა, 10-მდე ბალისტიკური რაკეტა და თავდასხმის დრონი გაანადგურეს. ამასთან, რუსული ძალების მიერ უკრაინის სუმის ოლქზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი, დაშავდა. თავდასხმის შედეგად განადგურდა საგანმანათლებლო დაწესებულება და სულ მცირე 5 მაღალსართულიანი შენობა. ეროვნულ პოლიციაში განმარტავენ, რომ გამომძიებლები აღრიცხავენ ზარალს და აგრესორი სახელმწიფოს არმიის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ მტკიცებულებებს აგროვებენ.