2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ტრენერთა ტრენინგი აქტიურად მიმდინარეობს. ტრენერთა ტრენინგის მორიგი ეტაპი დღეს ცესკოს თავმჯდომარემ გახსნა. 19 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით სწავლებას ჯამში 226 პირი გაივლის, რომლებიც შემდგომში ტრენინგებს საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს ჩაუტარებენ. არჩევნებისთვის ტრენერთა კორპუსის გადამზადების პროგრამას საარჩევნო ადმინისტრაცია და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს.