უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ პოკროვსკის მიმართულებით არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ახლა ეს საბრძოლო მოქმედებების ზონაში ყველაზე რთული წერტილია. მისივე თქმით, ზედიზედ რამდენიმე დღე მუშაობდა ბრიგადებში, რომლებიც ამ მიმართულებით თავდაცვის ახორციელებდნენ. სირსკის განმარტებით, ასეთ პირობებში უმთავრესი ამოცანაა ფრონტის ურთულეს სექტორებში ჯარების თავდაცვის გაძლიერება, ბრიგადებისთვის საკმარისი რაოდენობის საბრძოლო მასალისა და სხვა საშუალებების მიწოდება.