„თბილსერვის ჯგუფი“ სპეცტექნიკის საშუალებით დედაქალაქის ქუჩების მორეცხვას აგრძელებს. მორეცხვის სამუშაოებს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე დღეს, თავის მოადგილესთან, ანდრია ბასილაიასა და „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტოთან, დავით ფაჩულიასთან ერთად ფარნავაზ მეფის, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე და მელიქიშვილის გამზირზე დაესწრო. დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩა, ურნები და მიწისქვეშა გადასასვლელები მთელი წლის განმავლობაში პერიოდულად ირეცხება, თუმცა, ტემპერატურის მატებასთან ერთად, აღნიშნული სამუშაოები ზაფხულის პერიოდში უფრო ინტენსიურად სრულდება. იმისათვის, რომ დედაქალაქში საგზაო მოძრაობა არ შეფერხდეს, ცენტრალური და მეორეხარისხოვანი გზების მორეცხვა ღამის განმავლობაში მიმდინარეობს.