კახეთში, მევენახე-ფერმერების სეტყვისგან დაზიანებული, ჯამში 1800-ს ტონამდე ყურძენი სრულად დაბინავებულია. 23 აგვისტოს გვიან ღამით მოსულმა ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, ყვარლის, თელავის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სასოფლო სამეურნეო კულტურები, მათ შორის, ვენახები დააზიანა. სეტყვისგან დაზიანდა 120 ჰექტარზე მეტი ფართობი. რთველის საკოორდინაციო შტაბის ორგანიზებით, დასეტყვილი ყურძნის ჩაბარება ოპერატიულად, სტიქიის მეორე დღესვე დაიწყო. მევენახეებმა 1 კგ დაზიანებულო ყურძენი 1 ლარად ჩააბარეს.