აფხაზური ტელეგრამ არხი RESPUBLICA იტყობინება, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილესთან, ალექსანდრ ნოვაკთან „აპარტამენტების კანონის" მოწინააღმდეგე „დეპუტატებისთვის“ რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი განიხილა. კანონპროტექტი ე.წ. პარლამენტიდან გაიწვიეს - ის აფხაზეთის აღმოსავლეთ რეგიონეში აპარტამენტების მშენებლობას ითვალისწინებდა.