იტალიის ქალაქ ნეაპოლში, ქურდობის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე დააკავეს - მედიის ინფორმაციით, დაკავებულია 36 წლის მამაკაცი, რომელიც ქვეყანაში უკანონო ცხოვრების გამო არის ნასამართლევი. შემთხვევა გასულ კვირას მოხდა - კორსო გარიბალდიში, კაცმა პოლიცია გამოიძახა მაშინ, როდესაც ცნობილი გახდა, რომ, სავარაუდოდ, ავტობუსის მოლოდინში გაჩერებაზე მდგარ ქალს, მობილური ტელეფონი მოპარეს. პოლიციამ ეჭვმიტანილი მალევე, ქალაქის ერთ-ერთ მოედანზე იპოვა და მალევე განყოფილებაში გადაიყვანა.