ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ჟოზეპ ბორელი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოში არსებულ ვითარებას გამოეხმაურა. საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის სიტყვებით, შეხვედრაზე აღნიშნულ საკითხს მოკლედ შეეხნენ. ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი სულ უფრო მეტად შეშფოთებულია საქართველოს ტრაექტორიით, რომელიც ევროკავშირს შორდება.