დღეს, დილის 11 საათიდან საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის, არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ მომზადებული სარჩელის განხილვა განახლდა. დღევანდელ სხდომა კამათის ფონზე გრძლედება. ამ წუთებში საკუთარ პოზიციას იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები აფიქსირებენ. როგორ მიმდინარეობს აღნიშნული პროცესი და რას აცხადებენ სარჩელის ავტორები და მისი მოწინააღმდეგეები, ამას მაგდა ბლუაშვილი გვეტყვის.