დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, საპატრიარქოში მღვდელმთავრების შეხვედრის შემდეგ ხელისუფლების მხრიდან მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შეთავაზებაზე ისაუბრებს. ამის შესახებ ჯაღმაიძემ საპატრიარქოში შესვლამდე განაცხადა, სადაც მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საკითხზე მსჯელობის მიზნით მეუფეების ნაწილი უკვე მივიდა. დეკანოზის განმარტებით, დღეს, საპატრიარქოში მღვდელმთავრებთან ჩანიშნულ შეხვედრაზე ხელისუფლების მხრიდან არავინ იქნება წარმოდგენილი. მისივე თქმით, შეხვედრას იურისტებიც დაესწრებიან.