„ქართული ოცნების“ წევრები წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ე.წ. „უცხო ძალების“ ჩარევაზე საუბრობენ. ისინი ამბობენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები უცხო ქვეყნების მიერ ფინანსდებიან და ამ თანხებს საარჩევნო აგიტაციაში ხარჯავენ. ისინი საუბრობენ დემოკრატიის ფესტივალთან დაკავშირებითაც, რომელიც დანიის სახელმწიფოს დაფინანსებით რამდენიმე რეგიონში გაიმართა და მასში მონაწილეობას არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები იღებდნენ. ხელისუფლების წევრები ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში დანია საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩაერია.