ტაიფუნი „შანშანი“ თავს იაპონიის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე კუნძულ კიუშუს დაატყდა. სტიქიამ საჰაერო მიმოსვლისა და ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხება გამოიწვია. ასევე, ავტომწარმოებლების „ტოიოტასა“ და „ნისანის“ ქარხნებმა დროებით მუშაობა შეაჩერეს. იოშიმასა ჰაიაშის ცნობით, ტაიფუნს სამი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, შვიდი კი, დაშავდა. ხელისუფლებამ სხვადასხვა პრეფექტურებიდან მილიონობით ადამიანის ევაკუაციის ბრძანება გასცა.