ისრაელელმა სამხედროებმა დასავლეთ სანაპიროზე მოკლეს 5-ი შეიარაღებული პირი, რომლებიც მეჩეთში იმალებოდნენ. დაღუპულთა შორის ადგილობრივი დაჯგუფების ლიდერი, მუჰამედ ჯაბერია, რომელსაც ისრაელი ტერაქტების დაგეგმვაში ადანაშაულებდა. ასევე, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა მუჰამედ კასასი დააკავეს, რომელიც „ისლამური ჯიჰადის“ სამხედრო ფრთის ერთ-ერთი მაღალჩინოსანია. ისრაელის თავდაცვის ძალებთან ერთად ოპერაციაში მონაწილეობა უსაფრთხოების სამსახურმა „შინ ბეთმა“ და სასაზღვრო პოლიციამ მიიღო.