რუსი ოკუპანტები უკრაინის ტერიტორიას დრონებითა და რაკეტებით თავს დაესხნენ. კიევში აფეთქებების ხმები ისმოდა, საჰაერო განგაში ქვეყნის 15 ოლქში გამოცხადდა. მათივე ცნობით, ნამსხვრევების ჩამოვარდნა კიევის დნეპროვსკის, გოლოსევსკისა და დესნიანსკის რაიონების საცხოვრებელ ზონებში დაფიქსირდა. გოლოსევსკის რაიონში საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა, თუმცა, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ადგილზე არავინ დაშავებულა. ამასთან, დესნიანსკის რაიონში, სადაც დრონის ნამსხვრევები ჩამოვარდა, კოტეჯების ტერიტორიაზე ხანძარიც გაჩნდა.