ცენტრალური საარჩევნო კომისია განმარტავს, რატომ ეთქვა უარი არჩევნებში რეგისტრაციაზე დეპუტატ ფრიდონ ინჯიას პარტიას „ევროპელ სოციალისტებს“, ასევე შოთა შალელაშვილის პარტიას „თაობები საქართველოსთვის“ და „ტრადიციონალისტთა კავშირს“. ცესკოში განმარტავენ, რომ პარტიათა ნაწილმა ადმინისტრაციაში დარეგისტრირებისთვის საჭირო 25 000-ი ამომრჩევლის ხელმოწერა არ წარადგინა, შოთა შალელაშვილის პარტიის მიერ წარმოდგენილი სიები კი არაზუსტი აღმოჩნდა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაზე უარი 11 პოლიტიკურ პარტიას უთხრა.