აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი "კატეგორიულად მცდარს" უწოდებს რუსეთის საგარეო დაზვერვის განცხადებას, რომლის თანახმადაც, აშშ-ი საქართველოში ე.წ. "ფერად რევოლუციას" ამზადებს. მეთიუ მილერის პოზიციას ქართულ ოპოზიციაში იზიარებენ და ამბობენ რომ, რუსეთისა და „ქართული ოცნების“ რიტორიკა ერთმანეთს ემთხვევა. განსხვავებული მოსაზრება აქვთ თავად მმართველ პარტიაში.