ამ წუთებში საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის, არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ მომზადებული სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. მოსარჩელეები, მათ შორის ოპოზიცია აღნიშნული კანონის ჯერ შეჩერებას, შემდეგ კი გაუქმებას ითხოვენ.