ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი, რაფაელ გროსი აცხადებს, რომ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე არსებობს ბირთვული ავარიის საფრთხე. მისივე თქმით, კურსკის ქარხნის ატომურ რეაქტორს, ბირთვული ობიექტების უმეტესობისგან განსხვავებით, არ აქვს დამცავი გუმბათი, რაც მის ბირთვს საარტილერიო ან დრონით დაბომბვის შემთხვევაში დაუცველს ხდის. გროსმა ასევე აღნიშნა, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო რუსეთ-უკრაინის ომში ვერც ერთის მხარეს დაიჭერს და მხარეებმა მაქსიმალური სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.