საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო, რის გამოც აგიტაციის პროცესში საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული მთელი რიგი რეგულაციები უკვე ამოქმედდა. ცესკო-ს პრესსპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის საარჩევნო პროცესი კანონმდებლობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე წარმართოს. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სხდომაზე როგორც საქართველოს პარლამენტის, ისე საკრებულოების შუალედური არჩევნების საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკების დადგენის თაობაზე განკარგულებები მიიღო. ასევე სხდომაზე სამტრედიის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნებიც დაინიშნა, რომელიც პარლამენტის არჩევნებთან ერთად 26 ოქტომბერს გაიმართება. ცესკომ ასევე 26 ოქტომბერს ამომრჩეველთა თითქმის 90% ხმას ელექტრონული საშუალებების გამოყენებით მისცემს.