ევროკავშირი „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვისგან თავი შეიკავოს. ევროკომისიის სპიკერი, პიტერ სტანო გამოცემა POLITICO-სთან ინტერვიუში საუბრობს იმის შესახებ, რომ ოფიციალური ბრიუსელი შეშფოთებულია „ქართული ოცნების“ გეგმით, რაც არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ოპოზიციური პარტიების აკრძალვას გულისხმობს. პიტერ სტანომ საქართველოში მიმდინარე პროცესებზეც ისაუბრა. მის განცხადებებს უკვე მოჰყვა გამოეხმაურება ქართულ პოლიტიკურ სივრცეში.