საქართველოს მთავრობამ გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც შვეიცარიაში, დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში საქართველოს ელჩები დაკავებულ თანამდებობებს დატოვებენ. აღნიშნული განკარგულებით მთავრობა საქართველოს პრეზიდენტს წინადადებით მიმართავს, რათა მან შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწეროს. ამ საკითხს პოლიტიკური მხარეები ქვეყნის შიგნით უკვე გამოეხმაურნენ. ვინ რას აცხადებს ამ თემაზე, ამას ცარო კირვალიძე გვეტყვის.