დღეიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. საპარლამენტო არჩევნებამდე ზუსტად 60 დღით ადრე მმართველი პარტია ოქტომბერში დამაჯერებელ გამარჯვებას აანონსებს, თუმცა ოპოზიციას საპირისპიროს მოლოდინი აქვს. პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ წევრების ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ შიდა კვლევების მიხედვით, მმართველი გუნდის რეიტინგი მხოლოდ 30%-მდეა.