უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესია გრძელდება. დნეპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქ კრივი-რიჰში მდებარე სასტუმროზე რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხუთი დაშავდა და ორი დაკარგულად ითვლება. თავდასხმის შედეგად დაზიანდა 6 მაღაზია, 4 მაღალსართულიანი კორპუსი და 8 ავტომობილი. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსებმა უკრაინას ღამით ათობით ე.წ. „კამიკაძე“ დრონით შეუტიეს, დილით კი ქვეყნის ტერიტორიაზე ბალისტიკური და „ჰიპერბგერითი“ რაკეტები გაუშვეს.