პირველი ქვეითი ბრიგადის დაზვერვის ასეულმა საველე სიტუაციური სწავლება ჩაატარა. სწავლება მდინარის სანაპირო ზოლზე 4-ი დღის განმავლობაში გაგრძელდა. სწავლების სცენარის მიხედვით, სადაზვერვო ქვედანაყოფების ამოცანას სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვება, მდინარის ფონის მახასიათებლების შესწავლა და მდინარეზე ფორსირება წარმოადგენდა. დაზვერვის ქვედანაყოფის ათეულებმა მდინარეზე ფორსირება, ჩასაფრება და ევაკუაცია წარმატებით განახორციელეს.