განზრახ მკვლელობის მცდელობის და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა. საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბრალდებულმა ფონიჭალის დასახლებაში ცივი იარაღით ორ პირს დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების შედეგად ერთ-ერთმა დაზარალებულმა სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიიღო, თუმცა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად მისი გადარჩენა მოხერხდა. აღნიშნული დანაშაული 10-იდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.