„კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერები დღეს კახეთის მასშტაბით ოფისებს გახსნას აგრძელებენ. ამჯერად, პოლიტიკურმა გაერთიანებამ გურჯაანის ოფისი გახსნა. აღნიშნულ ღონისძიებაზე ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ ყველა მომდევნო ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, თუ მათ სურთ ხელისუფლებაში მუშაობა, ისინი ხალხის სამხასურში უნდა იდგნენ და არა პირიქით. მელიას შეფასებით, 26 ოქტომბერს, ცვლილებების ისტორია უნდა დაიწეროს. კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ლემონჯავამ კი აღნიშნა, რომ ცვლილებების მოლოდინი არის ის რაც აერთიანებს მთელ საქართველოს და პატრიოტ ხალხს. "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერებმა კახეთში უკვე 3 ოფისი გახსნეს.