„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, აშშ-ში როგორც დემოკრატიული, ისე რესპუბლიკური პარტიის ლიდერები საქართველოს მისწრაფებას ევროატლანტიკური არჩევანისკენ ხაზს უსვამენ. ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ 26 ოქტომბერს არჩევანი ევროპულ კეთილდღეობასა და სიღატაკეს შორის უნდა გაკეთდეს. როგორც „ერთიანონა-ნაციონალური მოძრაობის“ ღონისძიებაზე აღინიშნა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში საქართველოს სრული საერთაშორისო იზოლაცია გარდაუვალია.