საქართველოს მთავრობამ განკარგულება გამოსცა, რომლის მიხედვითაც შვეიცარიაში, დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში საქართველოს ელჩებს, ასევე ჟენევაში გაერო-ს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, ნატო-ში საქართველოს წარმომადგენლებს დაკავებული თანამდებობებიდან ათავისუფლებს. ვიქტორ დოლიძე ნატო-სთან საქართველოს წარმომადგენლის თანამდებობას 2024 წლის 21 სექტემბერს დატოვებს. გარდა ამისა, რევაზ ლომინაძე შვეიცარიაში საქართველოს ელჩის თანამდებობას 2024 წლის 1-ელ ოქტომბერს დატოვებს და ასევე ალექსანდრე მაისურაძე ჟენევაში გაერო-ს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობიდან 1-ელ ოქტომბერს გათავისუფლდება.