ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი - ოპოზიციური პარტიები დაფინანსებას სრულად ან ნაწილობრივ არ ასაჯაროებენ - რა საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას რაჟდენ კუპრაშვილი - Palitra News

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი - ოპოზიციური პარტიები დაფინანსებას სრულად ან ნაწილობრივ არ ასაჯაროებენ - რა საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას რაჟდენ კუპრაშვილი

2024-08-27 12:30:03+04:00

ანტოკორუფციული ბიუროს განცხადებით, განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, პოლიტიკური პარტიები „ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ნაციონალური მოძრაობა“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „ლელო“, „დროა“ და „ახალი“ დაფინანსებას სრულად ან ნაწილობრივ არ ასაჯაროვებენ. უწყების განმარტებით, მათი საარჩევნო კამპანიები შესაძლოა უცხოური დონორი ორგანიზაციებისგან ფინანსდებოდეს.