ბრაზილიაში ტყის ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი სან-პაულოში ლერწმის ყანას გაუჩნდა და ასობით ჰექტარის მოცულობის ფართობი გაანადგურა. ძლიერი დაკვამლიანების გამო ხელისუფლება იძულებული გახდა სპორტული ღონისძიება გაეუქმებინა. ქალაქ რიო პრეტოში ბრაზილიის ჩემპიონატის საფეხბურთო მატჩი გადაიდო. დროებით ჩაიკეტა ავტომაგისტრალები. მედიის ინფორმაციით, სტიქიურ უბედურებას სულ მცირე 2 ადამიანი ემსხვერპლა.