ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა „კამიკაძე“ დრონების წარმოების გაზრდა მოითხოვა. ამის შესახებ მან კიმ მას შემდეგ განაცხადა, რაც ჩრდილოეთ კორეის ეროვნული თავდაცვის აკადემიის დრონების ინსტიტუტის მიერ დრონების გამოცდას დაესწრო. ოფიციალური ინფორმაციით, გამოცდა წარმატებით ჩატარდა, რადგან დრონებმა დადგენილი მარშრუტებით იფრინეს, მოძებნეს და გაანადგურეს სამიზნეები. კიმ ჩენ ინი გამოვიდა მოწოდებით, ე.წ. კამიკაძე დრონების წარმოება გაიზარდოს და ჩრდილოეთ კორეის ჯარი ამ შეიარაღებით სწრაფად აღიჭურვოს. მედიის ინფორმაციაში საუბარია წყალქვეშა, შეტევით და სადაზვერვო დრონებზე.