პოლიტიკურმა გაერთიანებამ - „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროამ“ ლაგოდეხის ოფისი გახსნა. ღონისძიებაზე ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ დღეიდან ლაგოდეხში „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ოფისი იხსნება, რომელიც ამ კუთხესა და ქვეყანას განვითარების ახალ ეტაპზე გაიყვანს. პოლიტიკური გაერთიანების ლიდერები დღეს კახეთის მასშტაბით ოფისებს ხსნიან.